გარდაიცვალა ცნობილი ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი

2013 წელს გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის ინიციატივით დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია ქართულ–გერმანული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ცნობილი ფილოსოფოსი, მწერალი და ენათმეცნიერი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ქართული მასმედია.

გივი მარგველაშვილი აღიარებული ფილოსოფოსი და ეგზისტენციალისტია. 1927 წლის 14 დეკემბერს ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამა ცნობილი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე ტიტე მარგველაშვილი იყო. გივი მარგველაშვილი 1945 წლის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ინგლისურ ენას. 
საქართველოში მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსი გამოცხადდა

1950-იან წლებში გერმანულ ენაზე წერდა გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის ფენომენოლოგიის შესახებ. 1957–1970 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა. 1969 წელს, პირველად 22 წლის შემდეგ იმყოფებოდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს თარჯიმნად ახლდა.

1971 წელს საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. იმავე წელს ბერლინში გაიცნო დისიდენტი და ბარდი ვოლფ ბირმანი, რისთვისაც მარგველაშვილს 1987 წლამდე საბჭოთა კავშირში შემოსვლა აეკრძალა.

2013 წელს გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის ინიციატივით დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია ქართულ–გერმანული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თავად მწერალი და ფილოსოფოსი მრავალი პრესტიჟული პრემიის მფლობელია.