COVID-19 - ბოლო ცნობები

კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმაში ვითარდება, თავად ტრიუდოს კი სიმპტომები არ აღენიშნება. პრემიერი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს სოფი ტრიუდოს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება Reuters-ი. 

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

პრემიერმა თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისმა მეუღლემ, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობიდან დაბრუნდა, ვირუსული დაავადების სიმპტომები იგრძნო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმაში ვითარდება, თავად ტრიუდოს კი სიმპტომები არ აღენიშნება. პრემიერი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისათვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 127 863 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 718 და განკურნებულია 68 324 პაციენტი.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.