თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები
კამპანიის ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალი მობილიზებულია და ორი კვირაა აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს კორონავირუსთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით 15 ათასამდე მოხალისე გვყავს. კამპანიის მიზანია მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, ასევე ჩართული ვართ სკრინინგ-პროცედურებში", – განაცხადა წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.
მისი თქმით, ფლაერები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დარიგდა, შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გააქტიურებული აქვს „ცხელი ხაზი“ ნომერზე 0800000018, სადაც იმ პირებს, ვინც თვითიზოლაციაში, ან იზოლაციაში იმყოფება, ფსიქოლოგები რეკომენდაციას გაუწევენ.