გადაცემაში „სპორტი დიდ ქალაქში“ ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმრები მსჯელობდნენ თემაზე, რატომ იკეთებენ ქალები პლასტიკურ ოპერაციებს და რამდენად არის მათი გადაწყვეტილება მამაკაცზე დამოკიდებული. ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია და რინოპლასტიკა პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.
„შეყვარებული ვიყავი ძალიან, ესეც დიდი სტიმული იყო. პლასტიკური ქირურგია სიყვარულის გამოც „მოსულა“, მაგრამ მე მარტო ის გავიგე, რომ ადამიანს თუ არ უყვარხარ, გინდ მერლინ მონრო იყო, მაინც ვერაფერი ვერ შველის. მთავარია, ადამიანი თავის თავთან დარჩეს მართალი, ნამდვილი. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ქალმა, ჯერ თავისი თავი უნდა უყვარდეს და შემდეგ მეორე ნახევარი… ახლა მაქვს ის ეტაპი, რომ აუცილებლად უნდა ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი. მთავარია, ქალს ბედნიერი თვალები ჰქონდეს”, – ამბობს ლოლა წერეთელი.
მისი თქმით, გათხოვებამდე სამჯერ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და წონაში 35 კილოგრამი, ჯამში კი 75 კილოგრამი დაიკლო. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი დაინგრა, გიორგი წერეთელს ახალი რჩეული ჰყავს. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა.
მომღერალმა გიორგი წერეთელმა ცოტა ხნის წინ შეყვარებულთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. მისი რჩეული მომღერალი თამილა მარეხაშვილია. ისინი ერთ რესტორანში მუშაობენ. უცნობია წყვილი აპირებს თუ არა ქორწილის გადახდას. წყვილის ფოტოებს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობდა, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.