ყვითელი ამბები

„უმცროს ძმას ახალ რიცხვებს ასწავლის“ – ანუკი შვილების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

სასწავლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები და მოზარდები სწავლას სახლში განაგრძობენ. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ანუკი არეშიძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.
Sputnik

რამდენიმე წელია ანუკი არეშიძის მიმართ ყურადღება არ წყდება. ამ ოჯახის გარშემო უამრავი დაინტერესებული ადამიანია. ამბობენ, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მერს კახა კალაძეს სამოსს თავად ურჩევს. შედეგად – პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე ნამდვილად ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მასმედიის ყურადღებას იქცევს, თუმცა, არა მხოლოდ ჩაცმის სტილით, არამედ სკანდალური განცხადებებითაც. ანუკი არეშიძე მეუღლესთან შედარებით მეტი სიფრთხილით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ის უამრავი რეიტინგული გადაცემის სასურველი სტუმარია. ოთხი შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება. სოციალურ სივრცეშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ვაჟების სურათებსა თუ ვიდეოებს სულ უფრო და უფრო ხშირად აქვეყნებს.

უკანასკნელი უსაყვარლესი ვიდეო ანუკიმ Instagram-ის „სთორიზე“ გამოაქვეყნა. „მათემატიკის გაკვეთილები ბიბისგან“ – ამ სახელწოდებით აქვეყნებს ვიდეოს ოთხი შვილის დედა. პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, რომელზეც ბიბი ვაჩეს 24-დან 30-მდე დათვლას ასწავლის. საყვარელი ძმები ერთმანეთს დიდ ყურადღებას აქცევენ.

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ. საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.