COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: ვის ემართება დაავადების გავრცელების გამო სერიოზული სტრესი – მეცნიერული კვლევა

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრის მედიკოსებმა შეისწავლეს, მოსახლეობის რომელ ჯგუფს ემართება COVID-19-ით გამოწვეული სტრესი ყველაზე ხშირად.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსული პნევმონიის COVID-19-ის გავრცელების ფონზე შანხაის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტებმა პანდემიით გამოწვეული სტრესის დონეები შეისწავლეს. 

COVID 19-ის მთავარი რისკ-ფაქტორები: მეცნიერები სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებენ

კვლევით დადგინდა, რომ კონკრეტულად ჩინეთში დაავადების გავრცელების გამო სერიოზული სტრესი მიიღო მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტმა. აქედან ყველაზე მეტად მოწყვლადები იყვნენ 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები, რომელთა შორის ქალები მამაკაცებს ჭარბობდნენ. 

ექსპერტების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები ატარებენ ყველაზე მეტ დროს სოციალურ ქსელებში და ეპიდემიასთან დაკავშირებულ უამრავ ინფორმაციას კითხულობენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ სტრესის დონე ასევე მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში. მიზეზი იგივეა — ცოდნა.

პროფესიული ნიშნით, სტრესის მიმართ ყველაზე მოწყვლადები აღმოჩნდნენ არა ექიმები, არამედ შრომითი მიგრანტები. როგორც ირკვევა, ისინი გამუდმებულ სტრესს იმის გამო განიცდიან, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახურისა და, შესაბამისად, გასამრჯელოს დაკარგვაზე ნერვიულობენ.

ამ დროისათვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 127 863 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 4 717 და განიკურნა 68 310 პაციენტი.