COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ინფიცირებული ბოლო ორი კვირის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ისინი ინფექციურ ბოქსებში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik.  მოსკოვში დღეღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა მოსკოვში, ერთი კალინინგრადში და ერთიც კრასნოდარის მხარეში დაფიქსირდა, იუწყება РИА Новости

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამ დროისთვის რუსეთში ვირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა გამოვლენილი: 31 – უცხოეთიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეა, ორი ჩინეთის და ერთი იტალიის მოქალაქეა. სტაციონარიდან გაეწერა ჩინეთის ორი და რუსეთის ერთი და იაპონიიდან ლაინერ Diamond Princess–დან ევაკუირებული რუსეთის მოქალაქეები.  

ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ინფიცირებული ბოლო ორი კვირის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ისინი ინფექციურ ბოქსებში იმყოფებიან.
მოსკოვში კორონავირუსის სულ 19 შემთხვევაა გამოვლენილი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.