აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსი 15 ადამიანს აღმოაჩნდა, რომელთაგან ორი უცხოეთის მოქალაქეა, ქვეყნის 500 მოქალაქე კარანტინში იმყოფება
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების  შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდება,  განუცხადეს РИА Новости–ის აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან შექმნილ ოპერატიულ შტაბში.

 „ეს აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ადრე დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. მას კორონავირუსის ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა. იგი კარანტინში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს შტაბში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 15–ს მიაღწია, ერთ–ერთი რუსეთის მოქალაქეა.