COVID-19 - ბოლო ცნობები

ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

ვარსკვლავური წყვილი საშიში ვირუსით ავსტრალიაში დაინფიცირდა. მათ დაღლილობა, ციება და ტკივილები აღენიშნებოდათ.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ, ამის შესახებ მსახიობმა Twitter-ზე დაწერა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რამდენადაც ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

„გამარჯობათ, მეგობრებო. რიტა და მე ახლა აქ, ავსტრალიაში ვართ. ჩვენ ვიგრძენით ცოტა დაღლილობა, ციება და ტკივილები. რიტას შიგადაშიგ ციებ-ცხელებაც ჰქონდა. ყველაფერი ისე რომ გაგვეკეთებინა, როგორც ახლაა საჭირო, კორონავირუსზე შეგვამოწმეს და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – დაწერა მსახიობმა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.