ყვითელი ამბები

ისრაელიდან დაბრუნებული ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაშია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება
Sputnik

წლების მანძილზე ნინო ჩხეიძე შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ მომღერლად ითვლება. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქალაქმა ზეპირად იცის. ცნობილია, რომ ნინო და მისი მეუღლე დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე კორპორატიულ საღამოებს ამშვენებს. მისი ხმის ტემბრი და დამახასიათებელი ჟღერადობის მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. ამიტომ ნინო ისრაელს, უკრაინას, საბერძნეთსა და ყაზახეთს ხშირად სტუმრობს. ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად ისრაელში სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.

ცნობილი ხდება, რომ ისრაელიდან ორი დღის წინ დაბრუნებული მომღერალი თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელში ადასტურებს. მოგეხსენებათ, ჩხეიძე ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა, სადაც მასთან ერთად ანრი ჯოხაძემ, ნინო ძოწენიძემ და სხვა მომღერლებმაც იმღერეს, თუმცა თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მხოლოდ ნინო ჩხეიძემ მიიღო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.