ყვითელი ამბები

„ტატუს მანქანა მოვიგდე“- ნინა სუბლატმა საკუთარი ხელით ახალი ტატუ დაიხატა

ნინა სუბლატმა ტატუს მანქანა გამოიწერა და მორიგი შედევრი საკუთარი ხელით შექმნა. მომღერალი ახალი ტატუს ფოტოს Instagram- ზე აქვეყნებს
Sputnik

ნინა სულაბერიძე (სუბლატი) თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებელია. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და ერთი ნახვით აღტაცებას იწვევს. ახლახანს, კიდევ ერთი  ტატუ ამოისვირინგა და თაყვანისმცემლებს გაუზიარა. 4 წლის წინ ნინა სუბლატმა Facebook- ზე ტატუ მანქანის სურათი გამოაქვეყნა. წლების წინ არტისტი ტატუ ხელოვნებით დაინტერესდა და მის სხეულს რამდენიმე პატარა და დიდი მოხატულობა ამშვენებს. როგორც ჩანს, 4 წლის წინ ტატუ სპეციალისტ და მისი ყოფილი შეყვარებულის პიტოს გავლენა ნინაზე მოქმედებდა. მომღერალი ტატუს გაკეთებით დაინტერესდა და საკუთარ ტანზე ახალი ნახატი მიიხატა.

რამდენიმე თვის წინ მის მხარზე ახალი მოხატულობა გამოჩნდა. მისი არჩევანი სწორედ იაპონურ ცნობილ ანიმაციას- ნარუტოს უკავშირდება. აღმოჩნდა, ნინას ერთ-ერთი რჩეული პერსონაჟი ჰაკუა. ჰაკუ, წყლის ძალის მფლობელია. ამ პერსონაჟმა მის ცხოვრებაზე გარკვეული კვალი დატოვა, ამიტომ ნინამ ფოტოს დააწერა- „I would just stay with Haku forever- მე ჰაკუსთან სამუდამოდ დავრჩებოდი“... საკუთარი ხელით შექმნილი უახლესი ტატუ ეგვიპტურ ქალღმერთს ჰგავს. ნინამ Instagram- ზე 4 წლის წინანდელი „მემორი“ გამოაქვეყნა, რომელზეც თაყვანისმცემლებს ტატუსთვის განკუთვნილი აპარატი გადაიღო. ახლა კი, მორიგი ტატუ გააზიარა. ნინას პარტნიორს გიორგი შამანაურს, ისევე როგორც ნინას უამრავი მოხატულობა აქვთ. წყვილი ტატუ-არტით არის გატაცებული.

ტაბლოიდებთან ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ტატუებს ნაჩქარევად არ იკეთებს. 13 წლის ასაკიდანაა გატაცებული ამ ხელოვნებით და მის სხეულს 15 ტატუ ამშვენებს. როგორც ჩანს, დღემდე ვერ ჩერდება და ახალ შთაგონებას გამუდმებით ეძებს.