ყვითელი ამბები

„ფეშენ ვიკიდან“ დაბრუნებული ანუკი არეშიძე ხალიჩას რეცხავს - ნახეთ ფოტო

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს
Sputnik

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილ დიზაინერთან, ანუკი არეშიძესთან და ოთხ ვაჟთან ერთად წყნეთში, ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს. დიზაინერი ცოტა ხნის წინ პარიზის და მილანის მოდის კვირეულიდან დაბრუნდა და Instagram-ის „სთორიში“ საკმაოდ უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქალბატონი სახლის საქმეებს თავს არ არიდებს და სახლის დალაგებითაცაა დაკავებული. არეშიძე ვიდეოში ხალიჩას რეცხავს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. გაქრისტიანების შემდეგ, საზოგადოებას ნიკოლა კალაძე  მშობლებმა ანახეს. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა, რადგან ანუკის მიერ გაზიარებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

დიზაინერი იხსენებს, რომ კახა კალაძე თავისუფალ 1 საათსაც კი, ვაჟებს უთმობს. ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.