COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID 19-ის მთავარი რისკ-ფაქტორები: მეცნიერები სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებენ

აღნიშნულ კვლევაში პირველად აღიწერა Covid-19–ის პროგრესირების სრული სურათი. გაირკვა, რომ დაავადების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 12 დღეს შეადგენს, თუმცა პაციენტს ხველება შესაძლოა უფრო დიდხანს გაუგრძელდეს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მეცნიერებმა ახალი სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნეს იმ მთავარი ფაქტორების შესახებ,  რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით სიკვდილიანობის ალბათობას ზრდის. ანგარიში გამოქვეყნებულია ჟურნალ The Lancet–ში. 

COVID-19: უახლესი ცნობები და კითხვებზე პასუხები ჯანმოსგან

მედიკოსებმა გააანალიზეს უჰანის ორ საავადმყოფოში მოთავსებული, COVID 19–ით დაავადებული 191  ზრდასრული პაციენტის კლინიკური სურათი, რომელთაგან 137 გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.

მკვლევარებმა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი (დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, სიმპტომები, სისხლის ანალიზი, რენტგენოგრაფია და ა.შ) შეადარეს და მათზე დაყრდნობით შექმნეს რისკფაქტორების მათემატიკური მოდელი.

კვლევამ აჩვენა, რომ ლეტალური შედეგების მთავარი ფაქტორები — ეს ხანდაზმული ასაკი, სეფსისის ნიშნები და სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი ფაქტორებიც: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი და ფილტვების არაინვაზიული ვენტილაციის ხანგრძლივი გამოყენება. 

100 წლის მოხუცი კორონავირუსისგან განიკურნა: ვრცელდება ინფორმაცია მკურნალობის მეთოდზე>>

აღნიშნულ კვლევაში პირველად აღიწერა Covid-19–ის პროგრესირების სრული სურათი. გაირკვა, რომ დაავადების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 12 დღეს შეადგენს, თუმცა პაციენტს ხველება შესაძლოა უფრო დიდხანს გაუგრძელდეს. რაც შეეხება სუნთქვის გაძნელებას, გამოჯანმრთელების გზაზე მყოფ პაციენტებს ეს სიმპტომი დაახლოებით 13 დღის შემდეგ ეხსნებათ. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ქვეყანაში 119 108 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 4 284 და გამოჯანმრთელებულია 65 776 ადამიანი.