მსოფლიო დღეს

მეორედ ისტორიაში: აივ-ინფექციით დაავადებული სრულად განიკურნა

გავრცელებული ინფორმაციით, „ლონდონელი პაციენტი“  უკვე 30 თვეა, რაც რემისიის ფაზაში იმყოფება, ვირუსი მისი სისხლიდან სრულად გაქრა.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  ისტორიის განმავლობაში მეორე პაციენტი სრულად განიკურნა აივ-ინფექციისგან, ნათქვამია ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 

შიდსი საქართველოში: ერთ თვეში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პირველი დაავადებული, ეგრეთ წოდებული „ბერლინელი პაციენტი“, ტიმოთი რეი ბრაუნი აივ–ინფექციისგან  13 წლის წინ განიკურნა. ისტორიაში მეორე სრულად განკურნებულს „ლონდონელი პაციენტი“ უწოდეს.  ორივე შემთხვევაში ექიმებმა პაციენტებს  დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლონდონელი პაციენტი“  უკვე 30 თვეა, რაც რემისიის ფაზაში იმყოფება, ვირუსი მისი სისხლიდან სრულად გაქრა.

კვლევის ავტორები, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი რავინდრა გუფთას ხელმძღვანელობით, პაციენტის სახელს არ ახმაურებენ. თუმცა New York Times–ი წერს, რომ საუბარია ვენესუელელ 40 წლის ადამ კასტილეხოზე, რომელიც აივ-ინფექციით 2003 წლიდან იტანჯებოდა, ხოლო 2012 წელს ჰოჯკინის ავთვისებიანი ლიმფომაც დაუდგინდა.

გამოცემის ინფორმაციით, ძვლის ტვინი პაცინტს სწორედ ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ გადაუნერგეს, რამაც პარალელურად აივ-ინფექციის დამარცხებაც გახადა შესაძლებელი.