თბილისი, 11 მარტი – Sputnik. გლდანის მეხუთე მიკრორაიონში 44 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა დღეს საღამოს, 177-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელ კორპუსთან, სავარაუდოდ, დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.