COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ახალი COVID-19–ის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს. 
Sputnik

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში პანდემია გამოაცხადა. 

​ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.  პანდემიას უწოდებენ ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ერთი რომელიმე ქვეყნის, მისი მეზობელი ქვეყნების ან მსოფლიო მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე.