ყვითელი ამბები

ლოლა წერეთელთან დაშორების შემდეგ გიორგი წერეთელს ახალი რჩეული ჰყავს – ნახეთ ფოტოები

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა.
Sputnik

მომღერალი გიორგი წერეთელი შეყვარებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. მისი რჩეული მომღერალი თამილა მარეხაშვილია. ისინი ერთ რესტორანში მუშაობენ. უცნობია წყვილი აპირებს თუ არა ქორწილის გადახდას. წყვილის ფოტოებს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.