საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა. აქამდე ინფიცირებული 15 ადამიანი იყო
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge.

აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა

ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56).

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.