ზალკალიანი მოუწოდებს იტალიიდან დაბრუნებულ ქართველებს დაიცვან თვითიზოლაციის პირობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საუბრობს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით
Sputnik
ზალკალიანი მოუწოდებს იტალიიდან დაბრუნებულ ქართველებს დაიცვან თვითიზოლაციის პირობები
„ის ადამიანები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ, ყველა მათგანი არის გაფრთხილებული და საჰაერო ხომალდებიც უკვე გაემგზავრნენ, რათა შესაბამისი პროცედურების და პროტოკოლის დაცვით დღეს მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა იტალიიდან. მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც გამოემგზავრებიან, დაიცვან ის პროცედურები, რაც არის დაკავშირებული თვითიზოლაციასთან“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჭირო პროცედურების დაცვა არის დიდი პასუხისმგებლობა.