თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მსახიობმა მაიკლ მანდიმ, რომელიც ზომბის როლს თამაშობს „მოსიარულე მკვდრებში“, ორი შვილის დედა დაკბინა, რის გამოც დააპატიმრეს, იუწყება Daily Mail–ი.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბრიტანეში, საშინელებათა ჟანრის მოყვარულთა ყრილობაზე მოხდა.
ირკვევა, რომ 52 წლის მანდიმ ჯერ სახეში გაარტყა 41 წლის ბევერლი ჯეკსონს, მერე კი დაკბინა.
ქალის თქმით, ის უკვე რამდენიმე წელია, იცნობს მაიკლ მანდის, რომელიც ფილმებში გადაღებასაც კი დაპირდა. თავდაპირველად ბევერლი ჯეკსონს მსახიობი მომხიბლავი ეჩვენებოდა, მაგრამ „მერე თანდათან უხეში გახდა“.
„მან სახეში გამარტყა, ხელებსა და ზურგზე მიკბინა, მერე კი წიხლი მითავაზა“, — განაცხადა დაზარალებულმა ქალმა.
ჯეკსონი ირწმუნება, რომ მანდი მანამდეც დაესხა მას თავს. კერძოდ, 2018 წელს, როდესაც ისინი გერმანიაში, სასტუმროს ნომერში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის გამო, 2019 წელს, მსახიობი დააპატიმრეს და ბევერლი ჯეკსონთან მიახლოება აუკრძალეს.