თბილისში სამი ტყუპი დაიბადა – ფოტოები

ბავშვის ამქვეყნად მოვლინება უდიდესი სიხარულია. სიხარული ერთიორად იმატებს, როცა ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი და მეტი პატარა იბადება.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისში სამი ტყუპი დაიბადა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაგუას კლინიკა ავრცელებს.  

 

ბავშვის ამქვეყნად მოვლინება უდიდესი სიხარულია. სიხარული ერთიორად იმატებს, როცა ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი და მეტი პატარა იბადება.

სამი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბათუმში იყო, როდესაც ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა და საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. აჭარის რეგიონში ეს 2019 წელს მესამე შემთხვევა იყო.