„რატომ გიკვირთ, რომ ადამიანები მალავენ სიმპტომების არსებობას?“ – ნინო ნადირაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. ორი ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი - Sputnik. ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში იმ პანიკას ეხმაურება, რომელიც საქართველოში კორონავირუსის გარშემოა ატეხილი და წერს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის მცდელობის შედეგად გასაკვირი აღარაა, რატომ მალავენ ადამიანები ინფექციის სიმპტომების არსებობას.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

„იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვა საკმაოდ კარგი საკარანტინო სივრცეების შექმნისთვის უმოკლეს ვადებში კლინიკებისთვის და სახელმწიფოსთვის, ზოგეირთმა „ჭკვიანმა ჟურნალისტმა“ ყველაფერი იღონა, რომ კარანტინისგან ოსვენციმი წარმოეჩინა, ამიტომ რატომ გიკვირთ, რომ ადამიანები მალავენ სიმპტომების არსებობას! ნუთუ ეს ყველაფერი ღირდა რეიტინგებად?“ – წერს ნინო ნადირაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. ორი ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება. 8 მარტს საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამჟამად ვირუსით ინფიცირებული 14 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთი კი საჩხერის კლინიკაში.

კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 51 ადამიანი გადის.