კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას დროებით წყვეტს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, ყოველდღიურად ასობით დაინტერესებულ პირს იღებს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას აჩერებს, ნათქვამია დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული ბიბლიოთეკა 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში 9 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარად, ინფიცირებულთა რაოდენობა 15 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებულია ბოლო მონაცემები: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 15, კარანტინის რეჟიმშია 141 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების არეალი 101 ქვეყანას მოიცავს. COVID-19-ის ეპიდაფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 041 ადამიანს შეადგენს. აქედან ჩინეთზე 80 735 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (7 382 კაცი), მესამეზე – იტალია (7 375), მეოთხეზე – ირანი (6 565), მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე კი საფრანგეთი (1 209) და გერმანია (1 040) არიან.

COVID 19: კორონავირუსი ჩინეთში უკან იხევს, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება>>

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ერთი თვის წინ ეს რიცხვი 3 ათასს აღწევდა.