ყვითელი ამბები

ნახეთ რა საჩუქარი მიიღო ანუკი არეშიძემ დედისგან – დიზაინერი ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს

წლებია უკვე ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგია. მის მამას კი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა.
Sputnik

ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე Instagram-ის „სთორიში“ საყურის ფოტოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, საჩუქარი მან ქალთა დღესთან დაკავშირებით დედისგან მიიღო. ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა – ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.

უკვე წლებია, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგია. მის მამას კი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო, მოსავალი შეიძლება, დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია, ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

როგორც ანუკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის ხშირად ისვენებს მშობლებთან ერთად. მისი მამაც ხშირად ხვდება ანუკის ფოტოობიექტივში.

„ჩემი მეუღლე - ბადრი არეშიძე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც - პოლიციის უფროსად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო სამმართველოს უფროსად. რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა. ბადრის სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორჯერ ვადამდე ადრე აქვს წოდება მიღებული - აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისთვის და კრიმინალებთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90-იან წლებში“, – განაცხადა ნინო ჭუმბურიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლეზე.