ყვითელი ამბები

ანრი ჯოხაძის შოკის მომგვრელი ცვლილება – მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო

მომღერალი და კომპოზიტორი ანრი ჯოხაძე უახლეს სურათს ისრაელიდან აქვეყნებს. პოპულარული შემსრულებელი კონცერტის ჩასატარებლად სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად გაემგზავრა. როგორ გამოიყურება ანრი წონაში კლების შემდეგ?
Sputnik

ხმაურიანი ვარსკვლავი ანრი ჯოხაძე ექსპერიმენტებს არ უშინდება, მაგრამ ბოლო პერიოდში სტილი განსაკუთრებულად და განსხვავებულად შეიცვალა ისე, რომ არავის ტოვებს გულგრილს. ახლა ელეგანტური მომღერალი საუცხოოდ გამოიყურება და მისი მისამართით უამრავი კომპლიმენტი ისმის. სტილის ცვლილების გარდა, ანრიმ წონაში საგრძნობლად იკლო. სკანდალების გავრცელებას მოუკლო, თუმცა ყურადღებას სტილის ცვლილებით იქცევს.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 40 წლისაა. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარისა და კომპოზიტორობის გარდა, ტელეწამყვანობაც შეითავსა. „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია. შემსრულებელი გადაღებების პერიოდში დაღლილ სტუმრებსა და წამყვანებს იუმორითა და სასაცილო სიტუაციებით ამხნევებს.

რადიკალური ცვლილება ჯოხაძეს ძალიან მოუხდა. ამის შესახებ მისი თაყვანისმცემლები ხშირად წერენ. მისი იმიჯის ცვლილებები სწორედ ახალმა პროფესიამ და ტელეეკრანზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოიწვია. წონაში საგრძნობლად დაიკლო, სტილი რადიკალურად შეიცვალა, კრეატიული ფოტოსესიებით თაყვანისმცემლები გაანებივრა, ახლა მეგობრები შემსრულებლის ცხოვრებაში მეორე ნახევრის გამოჩენას ელიან. მანამდე კი ანრი და მისი მეგობრები ისრაელში ჩაფრინდნენ. აქ ქართველმა მომღერლებმა ებრაელ ქართველებს შეუდარებელი საღამო აჩუქეს და თბილისს დაუბრუნდნენ.