Time-ის ვერსია: 21-ე საუკუნის ქალები, რომლებმაც განსაზღვრეს ასწლეული

Sputnik

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა შეარჩია ასი „წლის ქალი“, რომლებმაც, ექსპერტთა მოსაზრებით, 1920 წლიდან მოყოლებული, ასწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

პოლიტიკოსები, აქტივისტები, უფლებადამცველები, პირველი ლედი, ტელეწამყვანები – ამ სახეებმა განსაზღვრეს ასწლეული. გამორჩეული ქალების სიაში მოხვდნენ: ჰილარი კლინტონი, ანგელა მერკელი, ბიონსე, Pussy Riot, გრეტა ტუნბერგი და მრავალი სხვა.

პროექტი „წლის 100 ქალი“ შექმნილია იმისთვის, რათა წარმოჩინდნენ გავლენიანი ქალები, რომლებსაც ხშირად ჩრდილში აქცევდნენ.

 

1 / 18
შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი მონაწილეობს კონგრესის ცენტრის სხდომაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში დავოსში, 2020 წლის 21 იანვარი
2 / 18
ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა მედიასთან საუბრისას, როდესაც ის გამოძიების ეროვნული ბიუროს შტაბ-ბინაში მივიდა მანილაში დაკავების შემდეგ. მარია რესა ხელმძღვანელობს ინტერნეტ-რესურსს Rappler, რომელმაც სახელმწიფო არასამართლებრივ დასჯაში დაადანაშაულა
3 / 18
ყდაზე გამოსახულიო The Silence Breakers-ის ჯგუფური პორტრეტი, რომელზეც ჩანან ეშლი ჯადი, სიუზა ფაულერი, ადამა ივუ, ტეილორ სვიფტი და იზაბელ პასკუალი. ტერმინით Silence Breakers მოიხსენიებენ ქალებს, რომლებმაც სექსუალური ძალადობის საკუთარი ისტორია გაასაჯაროეს. პირველ რიგში ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებული სკანდალი. ამის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ძალადობის ისტორიებს ქალები ურთავენ ჰეშთეგს #MeToo
4 / 18
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოდის მიტინგზე გრანდ-ველი-სტეიტ-ჰაუსში
5 / 18
გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სოჭში, 2018 წლის მაისი
6 / 18
მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ბიონსე - მისი სრულ ისახელია ბიონსე ჟიზელ ნოულზ-კარტერი. მან კარიერა დაიწყო ბენდში Destiny`s Child, თუმცა შემდგომში მან თავბრუდამხვევი სოლო კარიერა აიწყო
7 / 18
მოძრაობის Black Lives Matter თანადამფუძნებლები ალისია გარზა, პატრისა კალორსი და ოპალ ტომეტი. მოძრაობა ებრძვის შავკანიანებზე ძალადობას მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია მართავს საპროტესტო აქციებს, დემონსტრაციებს მკვლელობების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციელებმა სამსახუერობრივი მოვალეობების შესრულებისას ჩაიდინეს, ასევე პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლო სისტემაში
8 / 18
ნობელის პრემიის ლაურეატი და იემენელი აქტივისტი ტავაკოლ კარმანი მონაწილეობას ღებულობს სანაში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში. იემენის მთავრობამ შესწორებები შეიტანა განსახილველ კანონპროექტში, რომელიც იურიდიულ ხელშეუხებლობას ანიჭებდა პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხის დამხმარეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სისხლის სამართლის საქმეებთან
9 / 18
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჯიმი ფელონის ღამის შოუში. პელოსი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალჩინოსანი ქალია, რომელმაც აშშ-ის მთავრობაში მნიშვნელობით მესამე პოზიცია დაიკავა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ
10 / 18
ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსუფზაი იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან შეხვედრაზე ტოკიოში, 2019 წლის 22 მარტი. მალალა იუსაფზაიმ მონაწილეობა მიიღო ქალების მსოფლიო ასამბლეის კონფერენციაში (WAW!) ტოკიოში
11 / 18
პირველი ლედი მიშელ ობამა სამდღიანი ტურის დროს 2012 წელს. მას აიოვას შტატის სკოლებიდან მეექვსედან მეცხრე კლასის ჩათვლით ათ ათასზე მეტი ბავშვი შეუერთდა ინტერაქტიულ დღესასწაულში
12 / 18
აქტივისტი ლილი ლედბეტერი, რომელიც მომჩივანი იყო შრომის სფეროში დისკრიმინაციის საქმეში Ledbetter v. Goodyear Tire & Rubber Co
13 / 18
ელენ ჯონსინ-სერლიფი - ნობელის პრემიის ლაურეატი „ქალების უსაფრთხოებისათვის არაძალადობრივი ბრძოლისათვის და სამყაროს აღმშენებლობაში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის“. ის არის პირველი ქალი პრეზიდენტი აფრიკულ ქვეყნებში. მკაცრი ხასიათისა და გამბედაობის გამო მას ხშირად „რკინის ლედის“ უწოდებენ
14 / 18
მელინდა გეითსი ამერიკელი ბიზნესვუმენი და ფილანტროპი, ბილ გეითსის მეუღლე
15 / 18
„ოპრა უინფრის თოქ-შოუს“ უცვლელი წამყვანი. ჟურნალში Forbes მან 2005 წელს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის მეცხრე ადგილი მოიპოვა, 2007 წელს კი - პირველი, 2009 წელს ის შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა, ხოლო ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანის სტატუსი მას ორჯერ ერგო - 2010 და 2013 წლებში
16 / 18
ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ის WTA-ს ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული და რეკორდსმენია ქალთა პროფესიონალ ტურში შემოსული ჰონორარის მიხედვით
17 / 18
სინტია კუპერი Wordcom-იდან, კოლინ როული - FBI-დან და შერონ უოტკინსი Enron-იდან, რომლებიც ჟურნალმა Time „წლის ადამიანებად დაასახელა“
18 / 18
კენიელი საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი ვანგარი მაატაი. ის აქტიურად იბრძოდა კენიაში დემოკრატიის დამყარებისათვის და ეკოლოგიურ სფეროში სამსახურს პოლიტიკას უთავსებდა. მაატაი იყო 1977 წელს დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე ქამრის“ იდეის ავტორი და შექმნის ინიციატორი. ორგანიზაცია აფრიკაში განადგურებულ ტყეებს აღადგენს