მსოფლიო დღეს

COVID-19: ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებმა ინფორმაცია, თითქოს მეთანოლი წინააღმდეგობას უწევს COVID-19-ს, ინტერნეტში ამოიკითხეს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა ირანში მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან თავის დასაცავად მეთილის სპირტი მიიღეს, იუწყება სააგენტო ISNA ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობთ.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ალბორზის პროვინციაში მოხდა. გარდაცვლილებმა ინფორმაცია, თითქოს მეთანოლი წინააღმდეგობას უწევს COVID-19-ს, ინტერნეტში ამოიკითხეს.

როდის შეწყდება COVID-19-ის გავრცელება მსოფლიოში – ექსპერტი სავარაუდო თარიღს ასახელებს

„სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა სპირტით. ამ დროისათვის შვიდი მათგანი გარდაიცვალა. ეს ადამიანები ენდნენ ინტერნეტში ნანახ ინფორმაციას, თითქოს მეთანოლი კორონავირუსს წინააღმდეგობას უწევს და გამოიყენეს ის“, — განაცხადა ალბორზის პროკურატურის წარმომადგენელმა მოჰამად აგაიარიმ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ირანში COVID-19-ის გავრცელების შესახებ განაცხადა, სულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 566 კაცი შეადგინა. ამ დროისათვის მათგან გარდაცვლილია 194 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 2 134. 

ამ მომენტისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 315 კაცს აღწევს. აქედან გარდაიცვალა 3841, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 62 109 პაციენტი.