COVID-19 - ბოლო ცნობები

ინდოეთში კორონავირუსი სამი წლის ბავშვს დაუდგინდა

აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 41-ე შემთხვევაა. სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ინდოეთის შტატ კერალაში სამი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა – მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ამ დღეებში დაბრუნდა იტალიიდან, იუწყება ტელეკომპანია NDTV.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

ეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 41-ე შემთხვევაა. სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 7 მარტს ბიჭს აეროპორტში შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირეს. მას ანალიზები სასწრაფოდ აუღეს და ოჯახის წევრებთან ერთად კარანტინში გადაიყვანეს. დღეს მიღებული ანალიზის შედეგებმა კი კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.