ქართველმა სუმოისტმა გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე მეორე მარცხი განიცადა

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მერვე მაეგაშირა კირიბაიამა იქნება - სპორტსმენები პირველად ერთმანეთის შესაძლებლობებს სწორედ ამ დღეს გამოცდიან.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

ტურნირის მეორე დღეს, რომელიც კორონავირუსის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართა, ქართველი სპორტსმენი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს დაუპირისპირდა. იაპონელ სუმოისტს წარმატების მისაღწევად სულ სამი წამი დასჭირდა.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მერვე მაეგაშირა კირიბაიამა იქნება - სპორტსმენები პირველად ერთმანეთის შესაძლებლობებს სწორედ ამ დღეს გამოცდიან.

სისტემატური ტრავმების გამო ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა და ოძეკის ტიტული დაკარგა. თუ მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე იგი მინიმალური დადებითი ბალანსის მიღწევას ვერ შეძლებს, მაშინ გორგაძე რეიტინგში ჩამოქვეითებას გააგრძელებს.