ვანო ჯავახიშვილი: ჩვენ პატარა ინდუსტრია შევქმენით

ვანო ჯავახიშვილი იხსენებს როგორ დაიწყო თავის ჯგუფთან ერთად იმ დროისთვის სრულიად ახალ ჟანრში გამოსვლა სცენაზე და ეკრანზეც.
Sputnik
ვანო ჯავახიშვილი: ჩვენ პატარა ინდუსტრია შევქმენით
„რთულია, როცა ვზივარ და ხუმრობაზე ვფიქრობ. დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ამას ბევრი დრო და რესურსი მიაქვს. სამსახურის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა ვიცხოვრო. ძალიან მომწონს როცა მაყურებელზე გავლენა მაქვს. როცა გარეთ გადიხარ და შენს წარმოთქმულ ფრაზებს ქუჩაში ვიღაცეები იმეორებენ, შენს ვიდეოებს ჭრიან და ამონტაჟებენ. ეს ყველაფერი რომ ჩემგან წამოსულია, ეს ძალიან სასიამოვნოა“- ამბობს ვანო ჯავახიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

შოუ მენი ვანო ჯავახიშვილი ამბობს: „კადრს მიღმა სულ სხვა რაღაცეებზე ვიცინით ხოლმე. პირველ რიგში კი ერთმანეთზე. ჩვენმა გუნდმა საქართველოში ახალი პროფესია - იუმორისტობა შექმნა. „შეიძლება საესტრადო სცენაზე გამოსულიყავი და კონცერტი გაგემართა, მაგრამ როგორც იუმორისტი გამოსულიყავი - ასეთი რამ იმ დროს არ იყო. ადრე „პასეანსი“ კი არსებობდა, მაგრამ მას ასეთი მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა“