ძალადობის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის 26 წლის მოქალაქეს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში უკრაინის 26 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, მამაკაცმა მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირიზე 28 წლის პირს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი: ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.