თბილისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით,  მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ძალადობის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით, 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.