ყვითელი ამბები

ნატალია ყიფშიძე დახატეს - გოგონა საოცარ ნახატს აქვეყნებს - ფოტო

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს
Sputnik

პოპულარული ოჯახის ასევე ცნობილი წევრი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და „ჯიპაში“ ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ინტერვიუებში შეყვარებულზე არ საუბრობს, მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამხელს. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ბიჭი გიორგი მდივანი 24 წლისაა და ციფრული მედიის სპეციალისტია. გოგონამ შეყვარებული ოჯახს გააცნო. როგორც ჩანს, ყიფშიძეებმა ნატალიას რჩეული უპრობლემოდ მიიღეს და ძალიან ემეგობრებიან.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 38 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელის და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ. ცოტა ხნის წინ ნატალიამ Instagram-ის სთორიში ნახატი გამოაქვეყნა. გოგონა საოცრად დახატეს.