COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 17–ს მიაღწია

ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ინფიცირებული ბოლო ორი კვირის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი სამი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს კორონაცირუსის ინფექციასთან ბრძოლოს ოპერატიულ შტაბში.

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთსა და მსოფლიოში - 8 მარტის მონაცემები

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ. ერთ–ერთი ინფიცირებული კალინინგრადის ოლქში იმყოფება, მეორე შემთხვევა ბელგოროდის ოლქში დაფიქსირდა, მესამე პაციენტი კი მოსკოვის ოლქში გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ინფიცირებული ბოლო ორი კვირის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ისინი ინფექციურ ბოქსებში იმყოფებიან.

8 მარტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 105 523 ადამიანს აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი 3 584–ს, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.