ყვითელი ამბები

ბერა ივანიშვილი ვაჟთან პოზირებს - მამა-შვილი ტყუპებს შეადარეს - უახლესი ფოტო სოცქსელიდან

ბერა ივანიშვილმა ვაჟის გაქრისტიანებას დაამთხვია ახალი ფოტოების გამოქვეყნება. ახალბედა მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილებით მათ საზოგადოებას ბერუკას სახე დაბადებიდან ერთ თვეში გამოაჩინეს.
Sputnik

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

ბერას პარალელურად უახლესი ფოტოსესიის სურათები ნანუკა გუდავაძემაც გამოაქვეყნა. ულამაზესმა მოდელმა შვილისა და მეუღლის სურათს საუკეთესო ქმარი და შვილი დააწერა. ბერა ცოლის გაზიარებულ სურათს გამოეხმაურა წარწერით- საუკეთესო მეუღლე და დედა. სურათმა 16 ათასამდე მოწონება დაიმსახურა. ფოტოს კომენტარებში ბერას ეცხოელი ფანები გამოჩდნენ, რომლებიც გულწრფელ ემოციებს ვერ მალავენ.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.