თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისში ორშაბათს, 9 მარტს თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - პლუს 6 გრადუსი გამთენიისას დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე მაღალი - 19 გრადუსი სითბო 16:00 საათისთვის. დაუბერავს სუსტი ქარი.
მზე 07:22 საათზე ამოვა და 19:01 საათზე ჩავა.