საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო

ქართველმა რაგბისტებმა ოთხი მატჩის შემდეგ 19 ქულა დააგროვეს. რამაც საშუალება მისცა გუნდს მეთორმეტედ მიეღო ჩემპიონობა.  
Sputnik

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ქართველმა რაგბისტებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 39:24.

მატჩი პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ სტდიონზე გაიმართა.

უდავო ფავორიტებად ქართველი მორაგბეები მიიჩნეოდნენ, მაგრამ პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ბორჯღალოსნებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო  საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და ბერჯღალოსნები ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს საქართველოს ნაკრები 14 ქულით ლიდერობდა, მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრებია 9 ქულით, მესამეზე კი ბელგია - 6 ქულით.