ყვითელი ამბები

ხატია სიჭინავამ დედა გამოაჩინა – მათი მსგავსება გაგაოცებთ – ფოტოები

ხატია სიჭინავა მასმედიისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია, ის ყოველთვის გულახდილია. განსაკუთრებულად დიდ სიყვარულს მკითხველებში მას შემდეგ იმსახურებს, რაც დაოჯახდა და სამ გოგონას ზრდის.
Sputnik

ხატია სიჭინავა დედობამ ძალიან შეცვალა, მან საყვარელ მეუღლეს, მოჭიდავე რამაზ ნოზაძეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა და ამჯერად მეოთხე შვილს, ვაჟს ელოდება. მიუხედავად პოპულარული სახის გულახდილობისა, არასოდეს გამოუჩენია დედა საზოგადოებაში. ამჯერად კი ხატიამ გადაწყვიტა, რომ დედის დღე ქალბატონი მარინა ცხოიძისთვის „ინსტაგრამის“ საშუალებით მიელოცა და მისი ფოტო გამოექვეყნებინა. კომენტარებში წერენ, რომ ხატია დედას ძალიან ჰგავს.

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა. თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი. ხატიასა და რამაზს ახლა სამი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყვითელი ამბებისაზოგადოებასაქართველო