მსოფლიო დღეს

პუტინი და ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს პუტინი და ერდოღანი პირისპირ ფორმატში სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ, შემდეგ კი მათ დელეგაციები შეუერთდნენ
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რუსეთმა და თურქეთმა კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით სირიაში დარეგულირების საკითხებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ჩვენი მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივი დოკუმენტის შესახებ, რომლის დებულებები გამოცხადდება საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. იგი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბატონ (ტაიიპ) ერდოღანთან ერთად, შევიმუშავეთ დღევანდელი ექვსსაათიანი კონსულტაციის დროს", - განაცხადა პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანთან მოსკოვში შეხვედრის შეჯამებისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში რუსეთი და თურქეთი 15 მარტიდან სირიაში М4 ტრასის გასწვრივ ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქეთისა და ტერორისტების პოსტები იდლიბში ერთმანეთს შეერწყა

„შევთანხმდით 2020 წლის 15 მარტიდან დავიწყოთ ერთობლივი რუსულ-თურქული პატრულირება ტრასაზე М4 დასახლებული პუნქტ ტრუმბადან დასახლებულ პუნქტ აინ-ელ-ჰავრამდე“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს მიღებული დოკუმენტის წაკითხვისას.

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი იტოვებს უფლებას სირიის სამთავრობო ძალების ქმედებებზე პასუხი გასცეს.

„თურქეთი იტოვებს უფლებას სირიის რეჟიმის მხრიდან ყოველგვარ თავდასხმაზე პასუხი თავისი ძალებით გასცეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

სიტუაცია იდლიბში მორიგ ჯერზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა 27 თებერვალს სირიის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. სამთავრობო ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ მოყვნენ თურქი სამხედროებიც, რომლებიც იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად – დაიღუპა 33 თურქი სამხედრო, დაიჭრა 30-ზე მეტი კაცი. რუსულმა მხარემ ყველა ზომა მიიღო, რათა სირიის მხარეს ცეცხლი სრულად შეეწყვიტა და თურქეთს დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია მოეხერხებინა. უწყებაში ხაზგასმით განმარტეს, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია აღნიშნულ რაიონში არ გამოყენებულა.