მსოფლიო დღეს

შეთანხმების შედეგი: იდლიბში ღამით სროლა არ ყოფილა

ხუთშაბათს მოსკოვში პუტინმა და ერდოღანმა, სირიის საკითხების ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სირიის ქალაქ სარაქიბის რაიონში ვითარება მშვიდია, მხარეები იცავენ შუაღამით დაწყებულ სიჩუმის რეჟიმს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ღამით ბრძოლები არ ყოფილა. სირიის არმია სრულად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, — განუცხადა სააგენტოს სამხედრო-საველე წყარომ.

რუსეთ-თურქეთის შეთანხმების ძალაში შესვლამდე ერთი საათით ადრე ტერორისტებმა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ბოევიკები უტევდნენ როგორც დამასკსა და ალეპოს შორის არსებულ ტრასა М5-ს, ისე შემოვლით გზას. შედეგად – განადგურდა ხუთამდე მანქანა. 

პუტინი და ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ხუთშაბათს, სანამ მოსკოვში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ტერორისტებმა სარაქიბის რაიონში მასირებული შეტევა სცადეს. ძირითადი დარტყმა დასახლება დადიჰზე მიიტანეს, რომელიც М5-ის სიახლოვეს მდებარეობს. ბოევიკები შეეცადნენ მოეჭრათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი და ქალაქისკენ წაწეულიყვნენ. სირიის სამთავრობო ჯარებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და აიძულეს ბოევიკები, დაეხიათ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება

ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა სირიის საკითხებზე. ექვსსაათიანი განხილვების შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს:

  • ყველა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ 6 მარტის შუაღამიდან;
  • რუსეთი და თურქეთი ქმნიან უსაფრთხოების 6 კმ-იან დერეფანს ტრასა М4-დან ჩრდილოეთითა და სამხრეთით;
  • რუსეთი და თურქეთი 15 მარტიდან ერთობლივ პატრულირებას იწყებენ ტრასა М4-ის გასწვრივ.

გარდა ამისა, მოსკოვმა და ანკარამ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ სირიის სუვერენიტეტს.