მსოფლიო დღეს

COVID 2019: ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ალაპარაკდნენ

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 2 005 კაცით მოიმატა და ამ მომენტისთვის 100 330 ადამიანს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარება ევროკავშირში კორონავირუსის გამო გაუარესდა, განაცხადა ხორვატიის ჯანდაცვის მინისტრმა ვილი ბეროსმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ქუთაისის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

მისი თქმით, დაავადების შესაკავებლად ახალი ზომების გატარებაა საჭირო.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება მოვამზადოთ ახალი ზომები [კორონავირუსის] შესაკავებლად და აღსაკვეთად“, — განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.   

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ კლება დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ასზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა.

საპირისპირო ვითარებაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 2 005 კაცით მოიმატა და ამ მომენტისთვის 100 330 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 3 408, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 694 პაციენტი.