მსოფლიო დღეს

ერთადერთი რეალური იარაღი COVID-19-თან ბრძოლისთვის: ეპიდემიოლოგების აზრი

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ეპიდემია 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ კლება დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ასზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის  9 შემთხვევა დადასტურდა

თუმცა, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, საპირისპირო ვითარებაა სხვა ქვეყნებში. ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ეპიდემია 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.  

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 385 კაცს შეადგენს. აქედან 80 555 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 284 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი 696 შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 423 პაციენტი.

როგორ დავიცვათ სახლი კორონავირუსისგან: ჩინელი ექსპერტის რჩევები>>

ეპიდემიოლოგების თქმით, დღეისათვის ერთადერთი რეალური იარაღი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად — ეს კარანტინია და ის კარგად მუშაობს. როდესაც საზღვრები იკეტება, ვირუსის გადადების კოეფიციენტი მცირდება. ხოლო თუ ამის პარალელურად ადამიანები ჰიგიენის ნორმებსაც დაიცავენ და საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დაიხურება, დაავადების აღმძვრელის სწრაფად გავრცელება პრაქტიკულად გამოირიცხება.