მსოფლიო დღეს

კიდევ ერთი მეთოდი COVID-19-სგან თავდასაცავად: სახიფათო ნივთები

იაპონიაში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა მედდამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღწერა, თუ რომელი ნივთების მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს კორონავირუსის მიკრობები.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გაწმინდეთ სამკაულები ყოველდღე, რათა კორონავირუსით ინფიცირება თავიდან აიცილოთ, ურჩევს საზოგადოებას ავსტრალიელი მედდა, რის შესახებაც წერს გამოცემა The Sun. 

ერთადერთი რეალური იარაღი COVID-19-თან ბრძოლისთვის: ეპიდემიოლოგების აზრი

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა მედდამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღწერა, თუ რომელი ნივთების მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს მიკრობები. ამ ჩამონათვალში მოხვდა არა მარტო სამკაულები, არამედ ჩანთებიც.

მედდის თქმით, სანამ სამკაულს გაიკეთებთ, აუცილებელია მისი დეზინფექცია ანტისეპტიკური ხსნარით ან სპირტით, ხოლო ხელჩანთა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადოთ საწოლზე.

გარდა ამისა, მედიცინის მუშაკი განმარტავს, რომ სახიფათოა საზოგადოებრივ ადგილებში დამონტაჟებული ხელის საშრობების გამოყენებაც.

„საშრობებში მრავლდება ბაქტერიები, ვინაიდან მათში ნესტი და სითბო ნარჩუნდება“, — განმარტავს იგი.

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ეპიდემია 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.  

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 385 კაცს შეადგენს. აქედან 80 555 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 284 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი 696 შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 423 პაციენტი.