გაბუნია: კორონავირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ფრენების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
Sputnik

 

გაბუნია: კორონავირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში
„ახალი კორონავირუსი ვირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში, ამდენად ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა. სხვა სამოგზაურო შეზღუდვებზე ჩვენ საუბარი არ გვაქვს. ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან. დღეს უკვე რისკები ვრცელდება მთელ ევროპაზე. შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება, ეს შეზღუდვა ამ ქვეყნებიდან კვლავაც რჩება, რადგან მაღალი რისკი მომდინარეობს კვლავაც ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან, იტალიიდან და იაპონიიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ მიიღებენ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას იტალიის თაობაზე.