თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ხაშურის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი მეუღლემ დაჭრა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.
საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს ოჯახურ ძალადობაში 4,6 ათასი ადამიანი დაადანაშაულეს>>
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, კერძოდ, შემავალი ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება.