მსოფლიო დღეს

ნაპოვნია უძველესი წიგნი სამყაროს მნიშვნელოვანი კანონების შესახებ

აღმოჩენილი წიგნი — მეცნიერის ნაშრომის ერთ-ერთი პირველი ასლია, რომელიც XVII საუკუნეში ლათინურ ენაზე დაიწერა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საფრანგეთში ისააკ ნიუტონის უიშვიათესი ნაშრომი იპოვეს სახელწოდებით „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისი“, იუწყება Phys.org-ი.

​ფუნდამენტური ნაშრომის პირველი გამოცემის ორიგინალური ეგზემპლარი კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ აიაჩოს ფეშის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. წიგნში ნიუტონი აღწერს კლასიკური მექანიკის კანონებს, რომლებიც სამყაროში სხეულთა მოძრაობას ასახავს. 

აღმოჩენილი წიგნი — მეცნიერის ნაშრომის ერთ-ერთი პირველი ასლია, რომელიც XVII საუკუნეში ლათინურ ენაზე დაიწერა. პირველად ის 1687 წელს გამოქვეყნდა. 

იშვიათი წიგნის აღმომჩენი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ის ბიბლიოთეკის მთავარი დარბაზის ზედა თაროებზე იყო შენახული. ის ლიუსენ ბონაპარტის (ნაპოლეონ ბონაპარტის უმცროსი ძმა) ბიბლიოგრაფიული სანიშნის წყალობით იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე ნაშრომის ერთ-ერთი ორიგინალური ეგზემპლარი აუქციონზე 3,7 მლნ დოლარად გაიყიდა.