ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ მიულოცა დედას დედის დღე ნანუკა გუდავაძემ – ფოტო

ნანუკა გუდავაძეს ორი და ჰყავს, რომელთაც საზოგადოება არ იცნობს. ამბობენ, რომ მისი მამა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენია.
Sputnik

პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნებიან მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ანი დაქორწინებულია, ბერას და ნანუკას ქორწილში ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს, მათი დედა – ნატა გუდავაძე კი გოგონების დას უფრო ჰგავს. ის ვაკეში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში მენეჯერად მუშაობს. 3 მარტს ნანუკამ დედას დედის დღე Instagram-ის „სთორიში“ მიულოცა.

წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ კი დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა. მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა გუდავაძე დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream. 2019 წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინა.