ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ზვავსაშიშროების საფრთხის დონის გაზრდის გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც გუდაური-კობის მონაკვეთზე დღის 12:30 საათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.