თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზღვაიას დასახლების სასაფლაოს ტერიტორიაზე, იუწყება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლებს ეკიდა და შემდეგ ტყის მასივს მოედო.
ხანძარი დაახლოებით სამი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლმა დაახლოებით 10-12 ჰექტარი მოიცვა.
როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ვინაიდან ტყემდე მისასვლელი გზა არ არის.
ცეხლს ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ნიკა ლატარია