დევისის თასზე კენჭისყრა გაიმართა

პარკ „მზიურის“ კორტებზე ბასილაშვილსა და ივანოვს შორის მატჩი 11:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ესტონეთის გუნდებს შორის დევისის თასის პლეი-ოფის მატჩის წილისყრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაში 5 მარტს გაიმართა. 

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანი: ჩვენ ესტონეთთან მატჩში ფავორიტი ვართ

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში 27-ე ადგილი) ვლადიმირ ივანოვთან (732) პარასკევს, 6 მარტს გამართავს. ამის შემდეგ „მზიურის“ კორტებზე გამოვლენ ალექსანდრე მეტრეველი (564) და კრისტიან ტამი (729).

წყვილთა თანრიგში, რომელიც შაბათს, 7 მარტს გაიმართება, გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე მატიას სიმარსა და ვლადიმირ ივანოვს დაუპირისპირდებიან. შემდეგ ბასილაშვილი ტამთან მოსინჯავს ძალებს, მეტრეველი კი, შესაბამისად, ივანოვს შეხვდება.

ესტონეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი დამარცხდება, იგი ევროაფრიკული ზონის მესამე ჯგუფში ჩამოქვეითდება, გამარჯვების შემთხვევაში კი შეინარჩუნებს მეორე ჯგუფის საგზურს.

პარკ „მზიურის“ კორტებზე ბასილაშვილსა და ივანოვს შორის მატჩი 11:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.